წრომისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ახალშენი, დიდი ყელეთი, იმერლიანთკარი, ნადარბაზევი, პატარა ყელეთი). ნასოფლარი დიდი ხავლეთი. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ხაშურიდან 15 კმ. სოფელში დგას VII საუკუნის ძეგლი წრომის ტაძარი. გარდა ამისა, სოფელშივეა წმინდა მარინეს ეკლესია.

სოფელი
წრომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი წრომი
კოორდინატები 41°59′35″ ჩ. გ. 43°44′10″ ა. გ. / 41.99306° ჩ. გ. 43.73611° ა. გ. / 41.99306; 43.73611
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 316[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
რუსები 0,6 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წრომი — საქართველო
წრომი
წრომი — შიდა ქართლი
წრომი
წრომი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
წრომი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 316 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 443 221 222
2014[1]   316 153 163

წრომი (წრომისაი) ფრინველის სახელია და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მიხედვით, „იგივეა რაც ჭოტი“.

წრომი ადრინდელ და განვითარებულ ფეოდალურ ხანაში გარკვეულ კულტურულ როლს თამაშობდა ქვეყნის ცხოვრებაში, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია (დაბაა) ქართლის დასავლეთით. ერთ-ერთი დოკუმენტიდან ჩანს, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში აქ 6 კომლი ცხოვრობდა. 1728 წელს წრომში 58 კომლი მოსახლეა, რომლებიც იხდიან ყველა საოსმალო გადასახადს 27 810 ახჩის ოდენობით. განსაკუთრებით, მძიმე აღმოჩნდა წრომისათვის XVIII საუკუნის 30-იანი წლები, როცა ლეკიანობის შედეგად სოფელი მთლიანად მოიშალა. მხოლოდ XVIII საუკუნის 60-70-იან წლებიდან იწყება წრომის ხელმეორედ დასახლება. ამ მხარის თავადებს - ციციშვილებს, სამეფო კარის ხელშეწყობით ჯავახეთიდან გადმოჰყავთ მოსახლეობა და ასახლებენ გაუკაცრიელებულ სოფლებში, მათ შორის წრომშიც. ეს პროცესი გრძელდება XIX საუკუნეშიც. ვახუშტი ბატონიშვილი ორ წრომს იცნობს. აქედან ერთი წრომი, ჩვენი აზრით, დღევანდელი ნადარბაზევი უნდა იყოს. ორ წრომს აფიქსირებს იოანე ბატონიშვილიც. მის აღწერაში აქ მოსახლეობა არ ჩანს, რაც შედეგი უნდა იყოს ლეკთა გამუდმებული თავდასხმებისა. წრომში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსახლეობის ხელმეორედ დასახლება XVIII ს-ის 60-70-იანი წლებიდან იწყება. იგივე შენიშვნა შეიძლება ითქვას სხვა დასახლებულ პუნქტებზეც, თუმცა, ეს ლეკიანობით გამოწვეულ მძიმე შედეგებს სრულებითაც არ ცვლის.

აქ სახლობენ გვარები: ბაყაშვილები, ბერიძეები, გოგალაძეები, გრიგალაშვილები, იკოშვილები, კაპანაძეები, ლაქოშვილები, ლომიძეები, მაისურაძეები, მიქელაშვილები, მურჯიკნელები, სარალიძეები, სულეიმანაშვილები, ტალახაძეები, ქოქოშვილები, ქურდაძეები, ღვინიაშვილები, შუბითიძეები, ჩუბინიძეები, ჩუტკერაშვილები, ციცქიშვილები, ძულიაშვილები, წიქარიშვილები, ხაჩიძეები.

წრომში რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია, კერძოდ, ნამოსახლარები, რომლებიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდებიან. აქვეა აღმოჩენილი სამეთუნეო სახელოსნოც, რომელიც გვიანბრინჯაოს ხანით თარიღდება. აღმოჩენილია სამეთუნეო ქურის ნაშთი, ნახშირის გროვები და წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. სერიოზული არქეოლოგიური გათხრები წრომში არ უწარმოებიათ. წრომში, როგორც აღვნიშნეთ, მდებარეობს შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც მაცხოვრის სახელზეა აგებული და თარიღდება 626-634/635 წლებით.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 346.
  • თ. ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.