ჩუბინიძე – მესხური წარმოშობის ქართული გვარი, მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვიდან ჩუბინი, გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. საქართველოში სიდიდით 10-ე გვარია.[1] ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები გვარები ჩუბინიშვილი და ჩუბინაშვილი. ამჟამინდელი მდგომარეობით საქართველოში სულ 6039 ჩუბინიძე ცხოვრობს, აქედან კაცია 2926, ხოლო ქალი - 3113. აგრეთვე საქართველოში ცხოვრობს სულ 46 ჩუბინიშვილი და 93 ჩუბინაშვილი.[2]

ჩუბინიძეების, ჩუბინიშვილების, ჩუბინაშვილების საგვარეულო გერბი
 
ჩუბინიძეების ჩუბინიშვილების, ჩუბინაშვილების საგვარეულო დროშა

როგორც გადმოცემა ადასტურებს, ჩუბინიძეთა ადრინდელი გვარი გიორგიშვილი ყოფილა. მათ წინაპარს გიორგი რქმევია. გიორგი ბერძნული სახელია და ქართულად მიწათმოქმედს ნიშნავს. გიორგიშვილი ბარათაშვილთა განაყოფი გვარია.

გვარი ჩუბინიშვილი უკვე XVIII საუკუნიდან ჩანს. თავად გიორგი ჩუბინიშვილი ადასტურებს, რომ მისი წინაპრების ადრინდელი გვარი გიორგიშვილი ყოფილა. მათი წარმომადგენელი კარგი მსროლელი - ჩუბინი ყოფილა და ამიტომაც მისთვის ჩუბინა შეურქმევიათ მეტსახელად. ჩუბინი მარჯვე, აუცდენლად მსროლელს ნიშნავს. სწორედ ამ მეტსახელიდან წარმოშობილა ახალი გვარი ჩუბინიძე, ხოლო ამ გვარისგან შემდეგ სხვა გვარები - ჩუბინიშვილი, ჩუბინაშვილი.[3]

590 წელს სპარსეთის მეფე მოკლა და საქართველოს გამარჯვება მოუტანა , ბეხრა ჩუბინმა სვანეთის იცავდა და იქიდან გამარჯვებული დაბრუნდა. აქედან წარმოიშვა გვარები ჩუბინაშვილი და ჩუბინიძე.

„აზნაურნი ჩუბინიშვილნი - ამათნი წინაპარნი არიან დროთა რუსუდან დედოფლისასა, იყვნენ ქართლს, სახლობდნენ ატოცის წყალსა, ზედა საფალავანდოიანოსა ადგილსა შინა და იყვნენ მეფესაგან მიღებულ აზნაურად და მერე ოდეს მოინდომეს ყმად ფალავანდიანთა, გადმოვიდნენ გვერდის ძირსდა დასახლდნენ მუნ. მეფე თეიმურაზის დროს 1739 წელს გარნა ერისთავიანთაც ძალითა გაიყმეს, და მერე შეიქმნენ სამეფოდ და არიან ძველადვე ამათნი წინაპარნი, რომელნიც ჰსჩანდნენ ქართლსა შინა ქრისტესა აქეთ 1237 წელს და არიან ესენიცა მოხსენიებული ტრაქტატსა შინა“.[4]

ჩუბინიშვილი როგორც ქსნის ერისთავიანთ ყმა, პირველად 1741 წლის საბუთში გვხვდება. ამ წელს ქსნის ერისთავმა შანშემ ბეჟან ჩუბინიშვილს უბოძა „მეჯვრისხევის ლუარსაბ ლოლაძის წილი მამული, სასახლე და კოშკი და გარეშემოთ თვისის ყმითა და ალაგითა, წისქვილითა“.

1784 წლის საბუთში ნათქვამია, რომ ჩუბინიშვილები ქსნის საერისთავოში შანშე ერისთავის „ბატონობასა და გამგეობაში“ მოსულან. ქსნის ხეობის 1774 წლის აღწერილობით, ჩუბინიშვილები ლამისყანას სახლობდნენ ერთ კომლად, ხოლო 90-იან წლებში გაყრილან. ერისთავიშვილების 1807 წლის გაყრილობის წიგნში ჩუბინაშვილთა 2 კომლია შეტანილი. ერთი მათგანი მეჯვრისხევს, მეორე კი ლამისყანაში სახლობდა.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება

ახუაშვილი ი., "ქართული გვარ–სახელები", ტომი I, თბილისი, "არტანუჯი", 1994.