ატოცი
ატოცი[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეძის თემში.[1] მდებარეობს მდინარე დასავლეთის ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ქარელიდან დაშორებულია 27 კილომეტრით. სოფელში არის ატოცის საჯარო სკოლა.[3]
სოფელი | |
---|---|
ატოცი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბრეძა |
კოორდინატები | 42°09′04″ ჩ. გ. 43°44′55″ ა. გ. / 42.15111° ჩ. გ. 43.74861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
მოსახლეობა | 239[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებაატოცში, ყოფილი კანცელარიის შენობის წინ, 1905 წელს 8 მარტს სოფლის გლეხებმა მამასახლისს უფლელები აჰყარეს, კანცელარია დაკეტეს და აირჩიეს ათისთავები და ასისთვები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 239 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 311 | 159 | 152 |
2014[1] | 239 | 118 | 121 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 682.
- ანთელავა ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 357.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-09. ციტირების თარიღი: 2014-03-11.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II