დიდი ხავლეთი
დიდი ხავლეთი — სოფელი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული წრომი).
მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოების, ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 910 მ-ზე, ხაშურიდან 15 კმ-ში, წრომიდან 3 კმ-ში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა. ამჟამად დაცლილია მოსახლეობისგან. სოფლის სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წელს სოფელში იყო 35 მცხოვრები — ოსები (51 %) და ქართველები (49 %). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 35 | 18 | 17 |
2014[3] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 422.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 541.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.