ყელეთის ქედი
ყელეთის ქედი — თრიალეთის ქედის განშტოება, მდინარეების მტკვრისა და ძამის წყალგამყოფი. ვრცელდება მტკვრის მარჯვენა მხარეზე. დასავლეთ ნაწილში აღმართულია მთა ბრაგუნა (1903 მეტრი), აღმოსავლეთში მთა ბატეთი (1349 მეტრი). აგებულია ეოცენური ვულკანოგენური დანალექებით, აგრეთვე ოლიგოცენური და ქვედამიოცენური თიხებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია რელიეფის სტრუქტურული ეროზიული და მეწყრული ფორმები. შემოსილია მუხნარ-რცხილნარით, რომელიც ჩრდილოეთით იცვლება ტყისელემენტებიანი ჯაგეკლიანი სტეპით.
ლიტერატურა რედაქტირება
- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 633.