მუხნარი
მუხნარი — მუხის ზაფხულმწვანე ფართოფოთლოვანი ტყე ძირითადად ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ში მუხნარი გავრცელებულია ევროპის ტერიტორიის შუა და სამხრეთ ნაწილში, კავკასიასა და შორეულ აღმოსავლეთში. უკავია 9 მლნ. ჰა ანუ ტყის 1,3%. ევროპის ნაწილში მუხნარს ქმნის მხოლოდ გრძელყუნწა და კლდის მუხა, რომელთაც სამხრეთით ერევა შებუსვილი მუხა.
საქართველოში მუხნარს უკავია ტყით ფადარული ფართობის 10,1%. მთის მუხნარს ქმნის ქართული, აღმოსავლური, ჰართვისისა და სხვა მუხა. დაბლობებზე — გრძელყუნწა და იმერული მუხა. ქართული მუხის ფორმაცია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; ტყის მასივებს ქმნის ზღვის დონიდან 1800 მ-მდე (სვანეთი). უფრო ხშირად სამხრეთ ექსპოზოციის განათებულ ფერდობებზე. საქართველოში მუხნარს ხშირად ერევა ჯაგრცხილა, რცხილა, წაბლი, ცაცხვი, იფანი, ფიჭვი, უფრო ხშირად — ნაძვი, სოჭი, წიფელი და არყი; გვხვდება წმინდა მუხნარიც.
მუხნარს აქვს უდიდესი ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი მნიშვნელობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანდიერი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 230.