ჯაგრცხილა
ჯაგრცხილა (ლათ. Carpinus orientalis) — ფოთოლმცვენი ბუჩქი ან ხე არყისებრთა ოჯახისა. სიმაღლე იშვიათად 10 მეტრს აღწევს. ღეროები გლუვი რუხი ქერქით აქვს დაფარული, ხშირად დაბრეცილია.[1] ნორჩი ტოტები შებუსულია. ფოთოლი მოკლეყუნწიანი. ფირფიტა პატარა ზომის, მოგრძოკვერცხისებური, კიდეებზე ორმაგხერხკბილა. მდედრობითი ყვავილების საბურველი მთლიანია, ფოთლისებური, არათანაბარგვერდიანი, კვერცხის ფორმის, ბლაგვი. კაკალი წაწვეტებულია, კვერცხის ფორმის. ყვავის აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ივლისში.[2]
ჯაგრცხილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჯაგრცხილა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Carpinus orientalis Mill., 1768 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 194499 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში ჯაგრცხილა იზრდება ყველა რაიონში, დაბლობიდან მოკიდებული ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე, შერეული ან ქვეტყის სახით. მატწილად მუხნარსა და მუხნარ-რცხილნარში.[1]
ქმნის დამოუკიდებელ ფიტოცენოზსაც (ჯაგრცხილნარი). ჯაგრცხილა სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლეა, ცოცხლობს 150 (იშვიათად 200) წლამდე. მრავლდება თესლით და ამონაყრით, გაჩეხვისას იძლევა ხშირ ძირკვის ამონაყარს. ჯაგრცხილას იყენებენ მშრალი ფერდობების გასამწვანებლად.[1]
გალერეა
რედაქტირება-
ფოთლები
-
ყვავილედი
-
ფოთლები და ყვავილედი
-
ტანი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Carpinus orientalis დაარქივებული 2013-11-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ქვაჩაკიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 524.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 86.