იფანი
იფანი, კოპიტი (ლათ. Fraxinus) — ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. არქტომესამეული (თურღაის) ფლორის მეზოთერმული პერიოდის რელიქტი.
იფანი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Fraxinus excelsior | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Fraxinus | ||||||||||||||
|
მისი 67 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ (იშვიათად ტროპიკული და სუბტროპიკული) სარტყელში. საქართველოში — 3, ესენია: ჩვეულებრივი იფანი (ლათ. Fraxinus exelsior) — 30-40 მ-მდე სიმაღლის სწორტანიანი ხე.
გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. კარგად ხარობს დაბლობისა და მთის შუა სარტყლის მეზოფილური ტყეების ნათელ უბნებში ფართოფოთლოვან ჯიშებთან ერთად. მთებში |ზღვის დონიდან 1800-2000 მ-მდე გვხვდება; თუთუფოთოლა იფანი (ლათ. Fraxinus coriariaefolia) — იზრდება კახეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ტყეებში. გვხვდება გაველურებულადაც (თბილისში - ხუდადოვის ტყეში); მახვილნაყოფა იფანი (ლათ. Fraxinus oxycarpa) — უმთავრესად დასავლეთ საქართველოს ტყეებშია გავრცელებული; რგავენ კიდეც (თბილისის მიდამოები). გარდა ამისა, საქართველოში იფნის 24 ეგზოტიკური სახეობა იზრდება. იფნის მერქანი მაღალხარისხოვანია; ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფოთოლი — ვიტამინებს და ეთეროვან ზეთებს. იყენებენ ბაღ-პარკების, ტყე-პარკებისა და ქუჩების გასამწვანებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- იმედაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 284.