Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაცხვი (მრავალმნიშვნელოვანი).

ცაცხვი (ლათ. Tilia caucasica) — ფოთოლმცვენი 35 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მეტრს, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან-ნაცარა, ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.

Dachauer Schlossgarten Lindenalle.jpg

გავრცელებულია ყველგან, წიწვოვანი ტყეების ზონამდე.

ქიმიური შემადგენლობარედაქტირება

ეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი. გარდა ამისა, ცაცხვის შემადგენლობაში შედის კაროტინი და C-ვიტამინი.

გამოყენებარედაქტირება

ცაცხვის ყვავილი გამოიყენება ოჯახურ ოფლმდენ საშუალებად, რომელიც მზადდება ცხელი ჩაის სახით, ხმარობენ აგრეთვე ნაყენს პირში და ყელში გამოსავლებად, საფენებისათვის და სხვა მიზნით.