კავკასიური ცაცხვი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კავკასიური ცაცხვი (ლათ. Tilia caucasica) — ფოთოლმცვენი 35 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მეტრს, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან-ნაცარა, ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.
გავრცელებულია ყველგან, წიწვოვანი ტყეების ზონამდე.
ქიმიური შემადგენლობა
რედაქტირებაეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი. გარდა ამისა, ცაცხვის შემადგენლობაში შედის კაროტინი და C-ვიტამინი.
გამოყენება
რედაქტირებაცაცხვის ყვავილი გამოიყენება ოჯახურ ოფლმდენ საშუალებად, რომელიც მზადდება ცხელი ჩაის სახით, ხმარობენ აგრეთვე ნაყენს პირში და ყელში გამოსავლებად, საფენებისათვის და სხვა მიზნით.