მთავარი მენიუს გახსნა

წაბლი (ლათ. Castanea) — ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. სახელწოდება ვრცელდება ასევე წაბლის ნაყოფზე, რომელსაც ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს.[1][2][3] უმთავრესად გამოიყოფა წაბლის ოთხი ძირითადი სახეობა:[4]ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული წაბლი.

წაბლი
Châtaignier 120807 1.jpg
წაბლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  წაბლი
ლათინური სახელი
Castanea

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტლებში. სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია (ლიხის ქედი, ბორჯომის ხეობა, კახეთის კავკასიონი). ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს. წაბლნარი გავრცელებულია ზღვის დონიდან 300-1000 მ ფარგლებში. გვხვდება იმ რაიონებში, სადაც ზამთრის ტემპერატურა 0.3 °C, ზაფხულის 18-22 °C ფარგლებში მერყეობს და ნალექების რაოდენობა 700 მმ აღემატება.

კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. იყენებენ ავეჯისა და სახარატო წარმოებაში, მშენებლობაში. ქერქი და გულგული მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, იყენებენ სამღებრო საქმეში. ნაყოფი გემრიელი საჭმელია. თაფლოვანი მცენარეა. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში.“

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Castanea – Flora of China.
  2. Castanea – Flora of North America.
  3. Castanea – Flora Europaea.
  4. Industry information by David McLaren. From The Chestnut Growers Information Book, Chestnut Australia Inc.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წაბლი&oldid=3167985“-დან