ლიხის ქედი, სურამის ქედიკავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელი სუბმერიდიანული ქედი, რომელიც საქართველოს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად (ძვ. წყაროებით „ლიხთიმერად“ და „ლიხთამერად“). ლიხის ქედი კასპიისა და შავი ზღვების წყალგამყოფია. შუა მონაკვეთი ტექტონიკურად ეკუთვნის ძირულის კრისტალურ მასივს, ჩრდილოეთი — კავკასიონს, სამხრეთი — მცირე კავკასიონს. ქედის სიგრძე ერწოს უღელტეხილიდან ლომისმთამდე 102 კმ-ია. აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს 900-2471 მ ფარგლებში. მწვერვალებიდან აღსანიშნავია: ალხაშენდა (2319 მ), რიბისი (2470 მ), ბილურთა (2166 მ), რუსთავი (1926 მ), ლოხონი (1925), შვილდისი (1443 მ), კაპრებისმთა (1177 მ), ედისჯვარი (1320 მ), საბუეთი (1248 მ), წაქვა (1220 მ), ვირიგვერდი (1644 მ); უღელტეხილებიდან — ჯვარი (936 მ), რიკოთი (999 მ), ფონა და სხვა.

ლიხის ქედი
ლიხის ქედის ლანდშაფტი
ლიხის ქედის ლანდშაფტი
კოორდინატები: 42°11′54″ ჩ. გ. 43°29′54″ ა. გ. / 42.19833° ჩ. გ. 43.49833° ა. გ. / 42.19833; 43.49833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უმაღლესი წერტილი რიბისი
სიმაღლე 2470 
სიგრძე 102 კმ
ლიხის ქედი — საქართველო
ლიხის ქედი

ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ კოლხეთის დაბლობისა და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ — ქედის აღმოსავლეთ კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). განაპირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპური და ალპური მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენური წარმოშობისაა. ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და რიკოთქვეშა საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის ხაშური-ზესტაფონის და გომი-საჩხერის საავტომობილო გზები.

ლიხის ქედის პანორამა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: