ლოხონი
მთა საქართველოში, შიდა ქართლისა და იმერეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
ლოხონი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარისა და იმერეთის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადის — ძირულის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1925 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, მათი ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და ფიქლებით. კალთები დამრეცია და შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, თხემი — სუბალპური მდელოთი.
ლოხონი | |
---|---|
კოორდინატები: 42°18′36″ ჩ. გ. 43°40′17″ ა. გ. / 42.31000° ჩ. გ. 43.67139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე, იმერეთის მხარე |
სიმაღლე | 1925 მ |
ქედი | ლიხის ქედი |
ამგებელი ქანები | პორფირიტი, მისი ტუფი, ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა და ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 300.