ლომისმთა
მთა საქართველოში, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე
ლომისმთა — მთა საქართველოში, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადის — ქვაბისხევისა და ჩხერიმელის მარცხენა შენაკადის — ბჟოლისხევის ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2198,1 მ. აგებულია ეოცენური ფლიშით და ზედაცარცული კარბონიტული წყებით. კალთები შემოსილია შერეული ტყით, თხემი — სუბალპური ბალახეულობით. ლომისმთა მოქცეულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
ლომისმთა | |
---|---|
ლომისმთა | |
კოორდინატები: 41°52′03″ ჩ. გ. 43°14′27″ ა. გ. / 41.867583° ჩ. გ. 43.241083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2198,1 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 286.