ქვაბისხევი
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
ქვაბისხევი — მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1995 მეტრზე, მარცხნიდან ერთვის მდინარე მტკვარს. სიგრძე 11,2 კილომეტრი. აუზის ფართობი 32,2 კმ².
ქვაბისხევი | |
---|---|
ქვაბისხევის ხეობა | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სათავე |
მესხეთის ქედი, ლომისმთა 41°52′04″ ჩ. გ. 43°13′17″ ა. გ. / 41.86778° ჩ. გ. 43.22139° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1995 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°46′27″ ჩ. გ. 43°15′02″ ა. გ. / 41.77417° ჩ. გ. 43.25056° ა. გ. |
სიგრძე | 11,2 კმ |
აუზის ფართობი | 32,2 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,59 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 0,59 მ³/წმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505.