ჩხერიმელა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
ჩხერიმელა — მდინარე ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ძირულის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, 1150 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 39 კილომეტრი. აუზის ფართობი — 490 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, თოვლის დნობის შედეგად, შუა თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე. ზაფხულსა და ზამთარში წყალმცირობაა, ხოლო შემოდგომაზე — წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 13,6 მ³/წმ.
ჩხერიმელა | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | ლიხის ქედი |
შესართავი | ძირულა |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 490 კმ² |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 176.