ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | იმერეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ზესტაფონი | ||||
კოორდინატები | 42°06′30″ ჩ. გ. 43°02′30″ ა. გ. / 42.10833° ჩ. გ. 43.04167° ა. გ. | ||||
მერი | ვასილ გველესიანი | ||||
ფართობი | 423 კვადრატული კილომეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 57 628 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 136,24 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,54 % რუსები 0,21 % სომხები 0,07 % უკრაინელები 0,07 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,03 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://zestafoni.gov.ge/ | ||||
| |||||
ბუნება
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია — 423 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 17,3 ჰა დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, 3600 ჰა - მრავალწლიანი ნარგავებით. გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება ძვირფასი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, კოპიტი, კაკლის ხე და სხვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა, ბუჯა და მათი შენაკადები. მდინარეები საზრდოობენ წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით. სოფელ შროშაში არის მარმარილოს კარიერი.
დაბლობში ნიადაგი ალუვიურია, შემაღლებულ ადგილებში სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია. დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი შედარებით ცივია, ზაფხული მშრალი. წლის საშუალო ტემპერატურაა 14 °C. იანვარის ტემპერატურაა 3,7-4,3 °C. აგვისტოში კი 24 °C. ნალექების რაოდენობა 1190 მმ. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს.
მოსახლეობა
რედაქტირება2014 წელს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 57 628 კაცს; სიმჭიდროვე — 136,24 კაცი კვ. კმ-ზე.
აღწერის მონაცემები
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 75 539 |
2002 | 75 077 |
2014 | 57 628 |
2021[3] | 55 100 |
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებამუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში შექმნილია მმართველობის 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
- ქალაქი — 1 ზესტაფონი;
- დაბა — 1: შორაპანი;
- თემი — 14: ბოსლევი, დილიკაური, ზედა საქარა, ილემი, კვალითი, კლდეეთი, მეორე სვირი, როდინაული, სანახშირე, ქვედა საზანო, ქვედა საქარა, შროშა, ცხრაწყარო, ძირულა.
- სოფელი — 3: ზოვრეთი, პირველი სვირი, ფუთი.
საკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 29 | 27 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 3 | 10 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 36 | 39 |
ეკონომიკა
რედაქტირებაეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა, რომელზეც წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80 % მოდის. მის განვითარებას ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. ვენახებს 5000 ჰა ფართობი უჭირავთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ვაზის შესაბამისი ჯიშებიდან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) დგება კონტროლირებადი ღვინო სვირი. მუნიციპალიტეტში ღვინის ორი ქარხანა მოქმედებს. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი, მოჰყავთ აგრეთვე საკვები და ბოსტნეული კულტურები. მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობასაც, საძოვრებს უჭირავთ 8,8 ჰა, არის 10 000 სულზე მეტი ძროხა და 5000 სულზე მეტი ღორი.
მრეწველობის მთავარი დარგებია შავი მეტალურგია, ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობა. სამრეწველო საწარმოებიდან უმნიშვნელოვანესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მნიშვნელოვანი საწარმოები იყო: „საქკაბელი“ ზესტაფონში და „ელექტროელემენტი“ შორაპანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მძლავრი გამანაწილებელი ცენტრი. სოფელ შროშაში განვითარებულია მეთუნეობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული, ზესტაფონი-ხარაგაული, ზესტაფონი-ჭიათურა და ზესტაფონი-ბაღდათი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი ხაშური-სამტრედია, ასევე რკინიგზის მონაკვეთი საჩხერის მიმართულებით.
განათლება და კულტურა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლაა, 2 პროფესიული სასწავლებელი, 42 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება გაზეთი „ზესტაფონის მოამბე“. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება მარგვეთისა და უბისის ეპარქიას.
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უპირველესად აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყო შუა საუკუნეების ნაქალაქარი. სოფლებში, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობენ, შემორჩენილია უამრავი ისტორიული ძეგლი, მათ შორის:
- თამარ მეფის ხიდი ჭალატყეში
- შიმშილაქედის ციხე სოფელ შიმშილაქედში
- XVIII საუკუნის ტაძარი ზოვრეთში
- საზანოს ციხე, „კვინწიხის გორა“ და რამდენიმე ეკლესია ქვედა საზანოში.
ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:
საერო ხასიათის -
- ნაპურადევის ციხე სოფელ მეორე სვირში
- მწყერის ციხე სოფელ ალავერდთან
- „ციხიათას გორა“ სოფელ როდინაულის ტერიტორიაზე
- თვრინის ციხე
- ციხის ნანგრევები შროშაში
- „დამწვარი ციხე“ დილიკაურში
- V საუკუნის ციხე დილიკაურში
- სამეთვალყურეო კოშკისა და ციხის ნანგრევები გაღმა ბოსლევში
სასულიერო ხასიათის -
მუნიციპალიტეტში მრავლადაა განვითარებული შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნეში აგებული მცირე ტაძრები სოფლებში: ალავერდი, არგვეთა, აჯამეთი, დიდი განთიადი, დილიკაური, ზედა საქარა, თვრინი, მეორე სვირი, სანახშირე, საღვინე, ფუთი, ქვედა კვალითი, ქვედა საქარა, შროშა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]