ქვედა საქარა
ქვედა საქარა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: არგვეთა, ჭალატყე). მდებარეობს მდინარე ყვირილისა და ჩოლაბურის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ზესტაფონიდან 4 კილომეტრი.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ქვედა საქარა | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ქვედა საქარა | ||
კოორდინატები | 42°07′32″ ჩ. გ. 43°01′52″ ა. გ. / 42.12556° ჩ. გ. 43.03111° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 170 მ | ||
მოსახლეობა | 1989[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელთან იწყება აჯამეთის სარწყავი არხი, რომელიც სოფელ ახალი სვირის გავლით სოფელ ვარციხისკენ მიემართება.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1989 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2941 | 1387 | 1554 |
2014[1] | 1989 | 944 | 945 |
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესია, მათ შორის ერთი წმინდა სამების სახელობისა.
პიროვნებებირედაქტირება
სოფელში დაიბადა ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 510.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II