ახალი სვირი
ახალი სვირი[2] — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, (მეორე სვირის თემი). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 122 მეტრი, ზესტაფონიდან 14 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ახალი სვირი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | მეორე სვირი |
კოორდინატები | 42°09′35″ ჩ. გ. 42°54′01″ ა. გ. / 42.15972° ჩ. გ. 42.90028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 122 მ |
მოსახლეობა | 367[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 507 | 246 | 261 |
2014[1] | 367 | 181 | 186 |
ეტიმოლოგიარედაქტირება
სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ სვირი განმარტებულია, როგორც მცველი. სახელწოდება, სავარაუდოდ, სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაპურადევის ციხის თავდაცვითი ფუნქციიდან მომდინარეობს.
ეკონომიკარედაქტირება
მეორე სვირის ტერიტორიაზეა აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი. სოფლის ტერიტორიაზე მოყვანილი ვაზის შესაბამისი ჯიშებისგან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო სვირი. სოფელში გადის აჯამეთის არხი, სარწყავი სისტემა, რომელიც სოფელ მეორე სვირიდან სოფელ ვარციხისკენ მიემართება. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-ხაშურის მონაკვეთზე.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 93.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II