სვირი
სვირი (რუს. Свирь) — მდინარე რუსეთის ფედერაციაში (ლენინგრადის ოლქი). გამოედინება ონეგის ტბიდან, ერთვის ლადოგის ტბას. სიგრძე 224 კმ, აუზის ფართობი 84400 კვ.კმ. სვირის ჩამონადენი მოწესრიგებულია ონეგის ტბითა და ჰესებით. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 785 მ³/წმ. იყინება ნოემბერ-დეკემბერში, ზოგჯერ იანვარში.
სვირი | |
---|---|
სვირი | |
სათავე | ონეგის ტბა |
სიგრძე | 224 კმ |
აუზის ფართობი | 84400 კმ² |
სვირი ვიკისაწყობში |
მდინარის სიგანე თავის მთლიან სიგრძეზე იცვლება 100 მეტრიდან 10÷12 მ-მდე. დინების სიჩქარე 0,5-იდან 10,6 კმ/ს.
ყინულძვრაა აპრილ-მაისში. სვირი თეთრი ზღვა-ბალტიისა და ვოლგა-ბალტიის სანაოსნო გზების ნაწილია. სვირის ნაპირზეა ნავმისადგომები: ვოზნესენიე, პოდპოროჟიე, ლოდეინოე-პოლე, სვირიცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 317.