ვარციხე

სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

ვარციხე (ვარდციხე) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში. [1] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1559 ადამიანი. სოფელში მოქმედებს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

სოფელი
ვარციხე

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თემი ვარციხე
კოორდინატები 42°08′38″ ჩ. გ. 42°43′04″ ა. გ. / 42.14389° ჩ. გ. 42.71778° ა. გ. / 42.14389; 42.71778
დაარსდა IV საუკუნე
პირველი ხსენება VI საუკუნე
ადრეული სახელები როდოპოლისი, ვარდციხე
ცენტრის სიმაღლე 80
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1559[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარციხე — საქართველო
ვარციხე
ვარციხე — იმერეთის მხარე
ვარციხე

გეოგრაფია

რედაქტირება

სოფელი მდებარეობს ისტორიულ იმერეთში, იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლისა და რიონის შესაყართან. ზღვის დონიდან 80 მეტრი, ბაღდათიდან 17 კილომეტრი. სოფელში გავრცელებულია კაკლისა და თუთის ხეები. 1980-იანი წლებისთვის სოფელში შემორჩენილი იყო ძელქვის ცალკეული ეგზემპლარები.

ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI საუკუნეებში ქალაქმა აღმავლობა განიცადა.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ისინი იქვე მდებარე აჯამეთის ტყეში ნადირობით ერთობოდნენ. XIX საუკუნეში ვარციხე უკვე სოფლად იყო ქცეული. ციხე-სიმაგრეები, კოშკები და სხვა ნაგებობები ვარციხეში რუსებმა დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ ეკლესია. მოჰყავდათ სიმინდი, თამბაქო და ბამბა, მისდევდნენ მევენახეობას.

ეკონომიკა

რედაქტირება

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მასივი, ვარციხის მასივი, რომლის ფართობია 1106 ჰა. მდინარე რიონზე სოფლის მახლობლად აგებულია ვარციხეჰესი. სოფელში არსებული კიდევ ერთი საინჟინრო ნაგებობაა აჯამეთის არხი, რომლის მეორე ბოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაშია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.