აჯამეთი
აჯამეთი[2] — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (როდინაულის თემი). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 103 მეტრი, ზესტაფონიდან 26 კილომეტრი.
სოფელი | |||
---|---|---|---|
აჯამეთი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | როდინაული | ||
კოორდინატები | 42°11′34″ ჩ. გ. 42°47′37″ ა. გ. / 42.19278° ჩ. გ. 42.79361° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | XI საუკუნე | ||
ცენტრის სიმაღლე | 103 მ | ||
მოსახლეობა | 296[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
სოფლის მახლობლად არის ძელქვისა და მუხის ტყის აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფლის ტერიტორიაზეა ისტორიული ძეგლი: „აჯამეთის მაცხოვარი“.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 296 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 303 | 153 | 150 |
2014[1] | 296 | 152 | 144 |
ისტორიარედაქტირება
ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან XI საუკუნის II ნახევარში, როგორც სანადირო ადგილი. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით:[4]
ციტატარედაქტირება
„აჯამეთს არს სანადირო მეფეთა. აღვსილი დიდმცირეთა ნადირითა, საქებელი ფრიად. ზამთარ თბილი, ზაფხულს ცხელი, გაუძლები“
|
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 111.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 21, თბ., 1987.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 152 — თბილისი, 1941