როდინაული

სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

როდინაულისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აჯამეთი, სვეტმაღალი, ცხენთარო). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 120 მეტრი, ზესტაფონიდან 22 კილომეტრი.

სოფელი
როდინაული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი როდინაული
კოორდინატები 42°09′07″ ჩ. გ. 42°52′19″ ა. გ. / 42.15194° ჩ. გ. 42.87194° ა. გ. / 42.15194; 42.87194
ცენტრის სიმაღლე 120
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 728[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
როდინაული — საქართველო
როდინაული
როდინაული — იმერეთის მხარე
როდინაული

1926 წლისთვის როდინაულის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 2184 ადამიანს, ხოლო ფართობი 69,7 კმ²-ს.[2]

სოფელ როდინაულში მდებარეობს ისტორიული ძეგლი „ციხიათას გორა“. სოფელი შედის სვირის მეღვინეობის ზონაში.

როდინოულს დასავლეთით ესაზღვრება აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ლუხუტა, რომელიც სათავეს იღებს ქვედა ზეგნისა და მეორე ობჩის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდზე.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 728 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 957 471 486
2014[1]   728 372 356

სახელწოდების ეტიმოლოგია რედაქტირება

სოფელი მდებარეობს მაღლობ ადგილას, რომელსაც საოჯახო ხელსაწყოს როდინის ფორმა აქვს. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელს როდინოული. იმერეთში არაერთ სოფელში დადასტურდა როდინ- სიტყვის შემცველი მიკროტოპონიმები. სახელდობრ, შორაპანში მდ. ყვირილას სანაპიროს ერთ-ერთ ადგილს როდინას უწოდებენ; სოფელ ჭალოვანში ერთ-ერთ ადგილს ნაროდინები (ნაროდინევი) ჰქვია.[4] [5]

ამ ეტიმოლოგიის განმარტებას იზიარებს პოეტი ალექსი გოგბერაშვილი, რომელიც პოეზიის კრებულში „წინაპრის ბილიკი" აღნიშნულის შესახებ ლექსს „რატომ დაარქვეს როდინოული"[6]გვთავაზობს.

რატომ დაარქვეს როდინოული

შენ ახლა უმზერ შორიდან მაღლობს -

როდინს ჰგავს ნაღდად, რა უნათლესად,

აქ ჩემი სოფლის მე მადლი მათბობს,

ეს მადლი მზისებრ ბრწყინავს და ელავს.

რომ გეტყვის ვინმე ამ სოფლის სახელს,

(მის ეშხის ძალას რომ იგრძნობს გული) ,

მიხვდები უმალ, ძველებმა ადრე,

რატომ დაარქვეს „როდინოული".

სოფლის დაარსება რედაქტირება

სოფელი როდინოული დაარსებულია XIX საუკუნის 30-იან წლებში, მაშინ როდესაც ხელისუფლებას აჯამეთის ტყის გასაჩეხად მუშახელი ესაჭიროებოდა. თავდაპირველად ჩამოასახლეს გოგბერაშვილები და ჩუბინიძეები, მოგვიანებით ვარდოსანიძეები. ამ პერიოდისთვის ეს ტერიტორია ბაღდათს, დიმის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნოდა, ხოლო მოგვიანებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მიაკთვნეს. ადგილობრივების ინფორმაციით, პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ პერიოდში განთქმული მონადირე ხოსიკ გოგბერაშვილი, რომელიც აჯამეთის ტყეში ნადირობდა და ღამეს ათევდა თავისივე აგებულ მონადირის ქოხში[7]. დღესდღეობით ხოსიკ გოგბერაშვილის საფლავის ქვა ყველაზე ძველია სოფლის სასაფლაოზე. კიდევ ერთი ძველი საფლავის ქვა ეკუთვნის მის შვილს ალექსი გოგბერაშვილს. ამ უკანასკნელის საფლავის ქვაზე ამოჭრილი წარწერა დღემდეა შემონახული: „ალექსი გოგბერაშვილი აღვესრულე 1860 წელს 25 წლისა.[8]" სასაფლაო მდებარეობს აჯამეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის გარშემო.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. დედათა მცირე ენციკლოპედია
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. ბედოშვილი გ., ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2002 - გვ.340. {{{title}}}. 
  5. ჭუმბურიძე ზ., დედაენა ქართული, 1987. {{{title}}}. 
  6. გოგბერაშვილი ა., წინაპრის ბილიკი, თბ., 2022 - გვ.84. {{{title}}}. 
  7. გოგბერაშვილი ა., წინაპრის ბილიკი, 2022 - გვ.54. {{{title}}}. 
  8. გოგბერაშვილი ა., წინაპრის ბილიკი, თბ., 2022 - 98 გვ.. {{{title}}}.