მეორე სვირი
მეორე სვირი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ახალი სვირი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 230 მეტრი, ზესტაფონიდან 13 კილომეტრი.
სოფელი | |||
---|---|---|---|
მეორე სვირი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | მეორე სვირი | ||
კოორდინატები | 42°06′07″ ჩ. გ. 42°55′34″ ა. გ. / 42.10194° ჩ. გ. 42.92611° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 230 მ | ||
მოსახლეობა | 3356[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,97 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3356 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 4569 | 2253 | 2316 |
2014[1] | 3356 | 1711 | 1645 |
ეტიმოლოგიარედაქტირება
სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ სვირი განმარტებულია, როგორც მცველი. სახელწოდება, სავარაუდოდ, სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაპურადევის ციხის თავდაცვითი ფუნქციიდან მომდინარეობს.
ეკონომიკარედაქტირება
მეორე სვირის ტერიტორიაზეა აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი. სოფელი შედის სვირის მეღვინეობის ზონაში. სოფელში არის საექიმო პუნქტი და საჯარო სკოლა.
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნაპურადევის ციხე, თომა მოციქულის სახელობის ეკლესია და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის XIX საუკუნის ეკლესია გაბეხაძეების უბანში, წმინდა გიორგის სახელობის VIII საუკუნის ეკლესია.
ნაპურადევის ციხე მდებარეობს სოფელ პირველი სვირის საზღვართან. მის შესახებ წერილობითი ცნობები არ მოიპოვება, არსებობს მხოლოდ ლეგენდა, რომ ამ ადგილებში ვახტანგ გორგასალს უნადიმია, ადგილი მოსწონებია და ციხის აშენება უბრძანებია. ციხე საშუალო ზომისაა, კედლები და მდინარეში ჩასასვლელი გვირაბი დანგრეულია. ჩაკირული მრავალი ჭური დეფორმირებულია. ციხის ტერიტორიაზე და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მრავლად მოიპოვება ანტიკური ხანისა და უფრო გვიანი პერიოდის თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ცნობილი ადამიანებირედაქტირება
სოფელში დაიბადა და სოფელშივეა დაკრძალული ქართველი პუბლიცისტი ესტატე ბოსლეველი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 584.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II