ჭალატყე
ჭალატყე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საქარის თემი). მდებარეობს მდინარეების ძუსისა და ბუჯას შესართავთან (წარმოქმნიან მდინარე ჩოლაბურს), ზღვის დონიდან 240 მეტრი, ზესტაფონიდან 10 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ჭალატყე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვედა საქარა |
კოორდინატები | 42°08′56″ ჩ. გ. 43°02′16″ ა. გ. / 42.14889° ჩ. გ. 43.03778° ა. გ. |
დაარსდა | ფეოდალური ხანა |
პირველი ხსენება | 1646 |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
მოსახლეობა | 676[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაჭალატყე შუა საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი იყო. ლეგენდა ამ ქალაქს "ბალისტომს" უწოდებს. ქალაქი მოიცავდა ამჟამინდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭალატყე, ზოვრეთი, ტყლაპივაკე, ქვედა საზანო, შიმშილაქედი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზედა საზანო და შიმშილაქედი. ის იწყებოდა თამარის ხიდიდან და აღწევდა ნაქალაქარ ჩიხორამდე.
აქ გადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალი გზა, რაც ხელს უწყობდა ქალაქის ეკონომიკურ დაწინაურებას. წყაროებში პირველად იხსენიება 1646 წელს, როდესაც იგი სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა დაარბია. 1703 წ. ოსმალებმა ააფეთქეს ჭალატყის სამი თავდაცვითი ნაგებობა — კოშკები, ააოხრეს ჯვარცმის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეში განაახლა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა. XVIII საუკუნეში ჭალატყე კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად რჩებოდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 676 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1911[2] | 368 | ||
2002[3] | 541 | 275 | 266 |
2014[1] | 676 | 336 | 340 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია მდ. ჩოლაბურზე გადებული განვითარებული შუა საუკუნეების ე.წ. „თამარის ხიდი“. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ქვითკირის ხიდსაც“ უწოდებს. ლეგენდის თანახმად ამ ადგილას თამარ მეფეს გაუვლია თავისი ამალით. მდინარეზე გადასასცლელი ხიდი არ ყოფილა. მეფეს უბრძანებია ხიდის აშენება. მშენებლობისას გამოიყენეს მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი. ხიდის შუა წელი ამაღლებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ.,, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 380.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II