ზედა საქარის ეკლესია
ზედა საქარის ეკლესია, გულბანდიანის კონწოლია - წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ ზედა საქარაში, თავაძეების უბანში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).
ზედა საქარის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ზედა საქარა |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | მარგვეთისა და უბისის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | IX საუკუნე |
არქიტექტურა
რედაქტირება"გულბანდიანის კონწოლია" აშენებულია IX-X საუკუნეებში. ეკლესია გუმბათიანი ჯვრის ტიპისაა, აშენებულია თლილი ქვითა და კირით. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარედან - წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობა შემონახულია ნაწილობრივ, საკურთხევლის კონქში დახატულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით, სახურავი ქვის ფილებისაა. გუმბათი შიგნით ზეთოვანი საღებავითაა შეღებილი, რომელიც შემდგომ დაუზიანებიათ და გაუძარცვავთ. ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა, ხოლო კარის ზემოთ მდებარე ქვაზე ამოკვეთილია ხელი, რაც შემდგომ პერიოდში უნდა იყოს მოხატული. ეკლესია ბერძნების მიერ ყოფილა აშენებული. ეკლესიას რესტავრაცია 1951 და 2005 წლებში ჩაუტარდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ.185-186, თბილისი, 1995