გუმბათი

(გადამისამართდა გვერდიდან გუმბათი (არქიტექტურა))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუმბათი (მრავალმნიშვნელოვანი).

გუმბათიარქიტექტურში გავრცელებული კონსტუქციული ელემენტი, კამარა, შენობის, ეკლესიის სივრცული გადახურვა.

იყალთოს ტაძრის გუმბათი

ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში შუამდინარეთში ამოჰყავდათ ე. წ. ცრუგუმბათები. ძველი რომის არქიტექტურაში გუმბათის მეშვეობით საყრდენების გარეშე ხურავდნენ ცენტრალური ნაგებობის დიდ სივრცეს. ბიზანტიურ არქიტექტურაში გუმბათი ტრომპებსა და აფრებზე ამოჰყავდათ. შუა საუკუნეებში ევროპასა და კავკასიის არქიტექტურაში გუმბათს ძირითადად ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობების გადასახურად იყენებდნენ.

ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულია პირამიდული და კონუსური გუმბათი. გუმბათი ჩვეულებრივ ეკლესიის არქიტექტურის მთავარი ელემენტია. ქართულ არქიტექტურაში გუმბათი ყოველთვის ეყრდნობა გუმბათის ყელს. XIX საუკუნის II ნახევრიდან აგურისა და ქვის გარდა გუმბათს აკეთებდნენ აგრეთვე შემინული ლითონის კარკასით. XX საუკუნეში მონოლითური და ასაწყობი რკინაბეტონის, გარსული და ლითონის კონსტრუქციების განვითარებამ, მკვეთრად გაზარდა გუმბათის სტრუქტურათა ნაირსახეობა.

ლიტერატურა

რედაქტირება