ბუჯა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
ბუჯა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, მდინარე ჩოლაბურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მდგენელი. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 184 კმ². სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1194 მ. სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი 9,76 მ³/წმ. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის. წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. ერთვის მდინარე ძუსას და წარმოქმნის ჩოლაბურს.[1]
ბუჯა | |
---|---|
სხვა სახელი | ბუჯისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
რაჭის ქედი 42°23′48″ ჩ. გ. 43°09′31″ ა. გ. / 42.396722° ჩ. გ. 43.158861° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1194 მ |
შესართავი |
ძუსა 42°09′21″ ჩ. გ. 43°02′28″ ა. გ. / 42.155944° ჩ. გ. 43.041306° ა. გ. |
სიგრძე | 41 კმ |
აუზის ფართობი | 184 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 9,76 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 514.