ძუსა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
ძუსა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში,[1][2] მდინარე ჩოლაბურის მარჯვენა შემდგენელი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 111 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმცირობა იცის ზამთარში, წყალდიდობა გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,55 მ³/წმ.
ძუსა | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
რაჭის ქედი 42°21′40″ ჩ. გ. 43°03′16″ ა. გ. / 42.361139° ჩ. გ. 43.054694° ა. გ. |
შესართავი |
ბუჯა 42°09′21″ ჩ. გ. 43°02′28″ ა. გ. / 42.155944° ჩ. გ. 43.041306° ა. გ. |
სიგრძე | 25 კმ |
აუზის ფართობი | 111 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,55 მ³/წმ |
![]() ![]() |
ერთვის მდინარე ბუჯას და წარმოქმნის ჩოლაბურს.[3]
ვახუშტი ბატონიშვილის შრომაში „აღწერა სამეფოჲსა საქართველოჲსა“ მოხსენიებულია მდინარე „ზუსა“, რომელმაც შემდგომში ფონეტიკური ცვლილება განიცადა. აგრეთვე, ნახსენებია „კანკიბე“ — ბოგირი მდინარე ზუსაზე.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 282.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ)
- ↑ 2.0 2.1 ბაკურაძე დარეჯან, ვახუშტი ბატონიშვილთან დადასტურებული ტოპონიმები დღევანდელი მონაცემების მიხედვით // ქართველური მემკვიდრეობა, გამოცემა IV, გვ. 62, თბ., 2000.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 146.