ილემის ეკლესია, შემოქმედი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ილემში. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ილემის ეკლესია
ილემის ეკლესია — საქართველო
ილემის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°04′13″ ჩ. გ. 43°07′29″ ა. გ. / 42.07028° ჩ. გ. 43.12472° ა. გ. / 42.07028; 43.12472
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ქვედა ილემი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მარგვეთისა და უბისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
თარიღდება XI საუკუნე

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესია "შემოქმედი" აშენებულია XI-XII საუკუნეებში. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. თაღი დაბჯენილია ოთხ სვეტზე და ოთხ ნახევარსვეტზე. ნაშენია თლილი მოთეთრო ფერის ქვისა და კირისაგან. მისი დასავლეთი კედელი გადაკეთებულია 1899 წელს, როდესაც ეკლესიისათვის გაფართოების მიზნით დასავლეთით შენობა მიუმატებიათ, ძველი ეკლესია საკურთხევლად გაუხდიათ, მიშენებული ნაწილი შუა ეკლესიად, ამავე დროს ტრაპეზი და სამკვეთლოც ახალი გაუმართავთ. ეკლესია მოხატულია, წარწერები მხატვრობას ასომთავრულად აქვს, ეკლესიაში არის საერო პირთა გამოსახულებებიც. ეკლესიას 1993-98 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ.170-184, თბილისი, 1995