ქვედა ილემი
ქვედა ილემი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ილემის თემის ცენტრი (სოფლები: ქვედა ილემი, ზედა ილემი).
სოფელი | |
---|---|
ქვედა ილემი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ილემი |
კოორდინატები | 42°04′28″ ჩ. გ. 43°08′05″ ა. გ. / 42.07444° ჩ. გ. 43.13472° ა. გ. |
ადრეული სახელები | ილემი |
ცენტრის სიმაღლე | 300 მ |
მოსახლეობა | 525[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 300 მეტრი, ზესტაფონიდან 10 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 525 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1047 | 510 | 537 |
2014[1] | 525 | 253 | 272 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია "შემოქმედი", წმინდა გიორგის სახელობის XIX საუკუნის ეკლესია გორგაძეების უბანში. ეკლესია "შემოქმედი" აშენებულია XI-XII საუკუნეებში. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. თაღი დაბჯენილია ოთხ სვეტზე და ოთხ ნახევარსვეტზე. ნაშენია თლილი მოთეთრო ფერის ქვისა და კირისაგან. მისი დასავლეთი კედელი გადაკეთებულია 1899 წელს, როდესაც ეკლესიისათვის გაფართოების მიზნით დასავლეთით შენობა მიუმატებიათ, ძველი ეკლესია საკურთხევლად გაუხდიათ, მიშენებული ნაწილი შუა ეკლესიად, ამავე დროს ტრაპეზი და სამკვეთლოც ახალი გაუმართავთ. ეკლესია მოხატულია, წარწერები მხატვრობას ასომთავრულად აქვს, ეკლესიაში არის საერო პირთა გამოსახულებებიც. ეკლესიას 1993-1998 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 509.
- ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ. 170-184, თბილისი, 1995
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II