დილიკაური
დილიკაური — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის (დილიკაური, ქველეთუბანი) ცენტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა[2], საექიმო ამბულატორია, ვეტერინარული პუნქტი, ბიბლიოთეკა, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი.
სოფელი | |
---|---|
დილიკაური | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | დილიკაური |
კოორდინატები | 42°09′34″ ჩ. გ. 43°05′13″ ა. გ. / 42.15944° ჩ. გ. 43.08694° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ფართობი | 26,55 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 440 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1813[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია რედაქტირება
დილიკაური მდებარეობს ზემო იმერეთის მაღლობზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე, ზესტაფონიდან 10 კილომეტრზე. სოფლის ტერიტორია 2655 ჰექტარს შეადგენს. დასავლეთიდან სოფელს ესაზღვრება სოფელი ბეღლევი, ჩრდილოეთიდან - სოფელი ქველეთუბანი, სამხრეთიდან — სოფელი მარტოთუბანი და ზედა საქარა.
სოფელი შედგება შემდეგი უბნებისაგან: ცერცვაძეების, ქვაგატეხილი, კოპერაცის, ღავთაძე-სიხაძე-ხვედელიძეების, ზედა და შუა სვიანაძეების უბნები. ქვაგატეხილის სახელწოდება წარმოსდგება ამ უბანში სატეხი ქვის კარიერისაგან, დანარჩენებისა კი მოსახლეობის გვარებიდან.
სოფელ დილიკაურის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეებია: ნარულა, ყვირილა, ბუჯა, ჩოხელთა, დილიკაურის ღელე. ძირითადად ფოთლოვანი მცენარეებია გავრცელებული; წაბლი, მუხა, რცხილა, აკაცია, წიფელი და სხვ.
დემოგრაფია რედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1813 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 2471 | 1184 | 1287 |
2014[1] | 1813 | 900 | 913 |
სახელწოდება რედაქტირება
სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XV საუკუნიდან. ლეგენდის თანახმად აქ დილეგები იყო და აქედან წარმოსდგა სოფლის სახელწოდება „დილეგოური“, რამაც მოგვიანებით „დილიკაურის“ სახე მიიღო.
ღირსშესანიშნაობები რედაქტირება
სოფლის ტერიტორიაზე დგას VI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, V საუკუნის ციხის, ასევე ე.წ. დამწვარი ციხის ნანგრევები.
ცნობილი ადამიანები რედაქტირება
სოფელში დაიბადა პოეტი გრიგოლ აბაშიძე.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 552.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II