გრიგოლ აბაშიძე (პოეტი)
გრიგოლ დავითის ძე აბაშიძე (დ. 1866, დილიკაური, ქუთაისის გუბერნია — გ. 1903, პეტერბურგი) — ქართველი პოეტი.
გრიგოლ აბაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1866[1] |
დაბადების ადგილი | დილიკაური, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 1903[1] |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამწერლო ასპარეზზე XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, სალიტერატურო საღამოებში. აბაშიძის პოეზია ქართველ „სამოციანელთა“ ლიტერატურულ ტრადიციებს მიჰყვება. მისი ლექსი ლირიზმითა და განწყობილების სიმძაფრით გამოირჩევა („სიმღერა სასოწარკვეთილისა“, 1900 და სხვ.). წერდა პოემებს („ცრემლთა წყარო“, 1901; „დედა“, 1900), თარგმნიდა (მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“, 1893; ფრანსუა კოპეს „ბუდას მერცხალი“, 1900; მეთიუ არნოლდის „მნათობი აზიისა“, 1900). პოეტის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში („ოხ, მარგალიტავ!“, 1896; რომანსი — „ოდესაც გიცქერ…“, 1899).
ლიტერატურა
რედაქტირება- ვართაგავა ი., კრიტიკული წერილები, ტ. 1, თბ., 1958;
- ზანდუკელი მ., ლიტერატურული ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1957
- ჟღენტი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 19.
- ჯიქია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 20.