დილეგი — საპყრობილე, სატუსაღო, ტყვეთა დასამწყვდევი, უკარფანჯრო ადგილი ციხე-კოშკის პირველი სართულის ქვეშ. გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში.

დილეგი ბლარნის ციხე-კოშკში (ირლანდია, XV საუკუნე)

ჩასასვლელი პირველი სართულიდან ჰქონდა, ზემოდან აფარებდნენ ფიქალ ქვას ან ხის სახურავს, რომელიც ურდულით იკეტებოდა. დასავლეთ ევროპაში ცნობილი იყო ე. წ. უბლიეტი (ფრანგ. oubliette), რომელიც წარმოადგენდა ხაროს მასში ჩასასვლელი ლიუკით ან ვიწყო ხვრელით. აღმოსავლეთის ქვეყნებში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ კავკასიაში დილეგის ანალოგი იყო ზინდანი (სპარს. زندان‎, zindân). დილეგიანი ციხე-სახლები და კოშკები გავრცელებული იყო ძველ საქართველოშიც.

ლიტერატურა

რედაქტირება