ზოვრეთი
ზოვრეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი). მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ზესტაფონიდან 13 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ზოვრეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზოვრეთი |
კოორდინატები | 42°11′00″ ჩ. გ. 43°02′27″ ა. გ. / 42.18333° ჩ. გ. 43.04083° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1513[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1513 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2097 | 1034 | 1063 |
2014[1] | 1513 | 729 | 784 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ქვედა საზანო, რომელიც გამოყოფილია მდინარე ძუსით, დასავლეთით ესაზღვრება სოფლები: ღვანკითი და რუფოთი. ჩრდილოეთით სოფელი ქვედა ალისუბანი, ხოლო სამხრეთით სოფლები: ჭალატყე და ქვედა საქარა. სოფელში გავრცელებული გვარებია: მაჩიტიძე, შავგულიძე, კვეტენაძე, ალავიძე, ვერულაშვილი, ღვინჯილია, გვალია, იმნაძე, ჩუბინიძე, კალატოზი, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, რობაქიძე, დეკანოიძე, მაცაბერიძე, ბეღელაძე, ბოგვერაძე, ნებიერიძე, კაპანაძე, ცერცვაძე, აბჟანდაძე, ჭაბუკიანი, გურგენიძე, შაქარიშვილი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელი მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლებით: კერძოდ, აღსანიშნავია ე.წ. მაცაბერიძეების ციხე, რომელიც პატარა ზომისაა, მაგრამ ერთობ მნიშვნელოვანი ისტორიული ფუნქცია უნდა ჰქონოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ციხის ნანგრევებიდან მოჩანს მეზობელ სოფელში, ქვედა საზანოში, არსებული ანალოგიური ზომის ციხე. სავარაუდოდ, ომიანობის დროს, სწორედ ამ ციხეებში ანთებული ცეცხლით აცნობებდნენ ერთმანეთს მოსალოდნელ საფრთხეს. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში. სოფლის ცენტრში, სადაც განლაგებულია სოფლის სკოლა და კულტურული ცენტრი 2007 წლიდან შენდება ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
სოფელ ზოვრეთისა და ჭალატყის საზღვარზე მდებარეობს XII საუკუნეში აშენებული ხიდი, რომელიც ცნობილია „თამარის ხიდის“ სახელით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 525.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II