შიმშილაქედი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
შიმშილაქედი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საზანოს თემი). მდებარეობს მდინარე ძუსისა და ხმორდოლის (ჩოლაბურის აუზი) შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 300 მეტრი, ზესტაფონიდან 18 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
შიმშილაქედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვედა საზანო |
კოორდინატები | 42°12′12″ ჩ. გ. 43°03′03″ ა. გ. / 42.20333° ჩ. გ. 43.05083° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 300 მ |
მოსახლეობა | 439[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 439 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 378 | 186 | 192 |
2014[1] | 439 | 225 | 214 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებასოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა. შიმშილაქედის ტერიტორიაზე დიდი წყალდიდობა დაწყებულა. მდინარე ხმორდოლას კალაპოტი გადაულახავს და მთელი ტერიტორია დაუტბორავს. წყალდიდობა დიდხანს გაგრძელებულა. მდინარის მარჯვენა ნაპირის მოსახლეობა მოუწყვეტია მარცხენა მხარისათვის. ხალხი შიმშილისაგან აუტანელ დღეში ჩავარდნილა, ძუძუთა ბავშვების დიდი ნაწილი დაღუპულა. როდესაც წვიმა შეჩერებულა, წყალს დაუკლია. მაგრამ გაღმა-გამოღმა კავშირი მაინც ვერ აღუდგენიათ. ამ დროს მდინარის მარცხენა მხარის სოფელში სტუმრად ყოფილა მარჯვენა ნაპირის მცხოვრები ხუხუტა. როცა ხუხუტა აზვირთებულ მდინარის ნაპირს მიდგომია, მაშინვე ოჯახის ამბავი მოუკითხავს. მდინარის მეორე ნაპირიდან მეზობლებს დაუძახიათ „შიმშილი არის აქეთო“. ამ ამბის შემდეგ ამ ადგილს შიმშილაქედი შეურქმევიათ და დღესაც ამ სახელითაა ცნობილი.
ისტორია
რედაქტირებასოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ქვედა საზანო, ტყლაპივაკე და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა საზანო და შიმშილაქედი. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება.
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შიმშილაქედის ციხე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 747.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II