ხმორდოლა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
ხმორდოლა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, თერჯოლის მუნიციპლაიტეტში. სათავე აქვს სოფელ ქვედა ალისუბნის მიდამოებში, ზღვის დონიდან 280 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ჩოლაბურს (ყვირილის მარჯვენა შენაკადი). სიგრძე 12 კმ. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით.
ხმორდოლა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე) |
სათავე | 42°14′14″ ჩ. გ. 43°02′37″ ა. გ. / 42.237444° ჩ. გ. 43.043750° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 280 მ |
შესართავი |
ჩოლაბური 42°09′09″ ჩ. გ. 42°59′22″ ა. გ. / 42.152583° ჩ. გ. 42.989528° ა. გ. |
სიგრძე | 12 კმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 492.