ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფუთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფუთისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, (თემის ცენტრი). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 320 მეტრი, ზესტაფონიდან 9 კილომეტრი.

სოფელი
ფუთი

სოფელი ფუთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ფუთი
კოორდინატები 42°04′18″ ჩ. გ. 43°05′41″ ა. გ. / 42.07167° ჩ. გ. 43.09472° ა. გ. / 42.07167; 43.09472
ცენტრის სიმაღლე 320
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1564[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)

სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია VIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და XII საუკუნის ციხე დარბაზი.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1564 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 2212 1067 1145
2014[1]   1564 780 784

პიროვნებები რედაქტირება

სოფელში დაიბადა ნიკოლოზ ჩხეიძე, ქართველი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, რუსეთის 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.) დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე.

ფუთშივე დაიბადა ასევე ცნობილი ქართველი მსახიობი უშანგი ჩხეიძე.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-12. ციტირების თარიღი: 2011-09-30.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II