ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
გივი ჯაოშვილის სახელობის ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოში. მდებარეობს ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის ქ. 25-ში. დაარსდა 1968 წელს. მუზეუმში არის 8 500 ექსპონატი.
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
42°06′22″ ჩ. გ. 43°02′21″ ა. გ. / 42.10611° ჩ. გ. 43.03917° ა. გ. | |
დაარსდა | 1968 |
ქვეყანა | საქართველო |
მუზეუმში დაცულია ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII საუკუნის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX საუკუნის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.