ექსპონატი
ექსპონატი (ლათ. exponatus) — საჩვენებლად გამოფენილი საგანი, რომელიც გამოფენილია მუზეუმში ან გამოფენაზე.[1] აშუქებს ხელოვნების რომელიმე მიმართულების, კულტურული მიღწევის, მეცნიერების, განათლებისა და სხვ. საკითხებს. მრავალი მუზეუმის ექსპონატების გამოფენა კერძო კოლექციების სახით დაიწყო. ჯერ კიდევ რომის იმპერიაში არსებობდნენ მონეტების ცნობილი შემგროვებლები. XX საუკუნეში ეროვნულ მუზეუმებში ინტენსიურად მიმდინარეობდა ნუმიზმატიკური კოლექციების გამოფენა.
ექსპონატებით მდიდარია საქართველოს ეროვნული მუზეუმებიც. მაგალითად, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 1984 წლისათვის 1 006 520 ექსპონატი ირიცხებოდა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმში 25 ათასზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 254.