წევის ეკლესია
წევის ეკლესია - წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ ზედა წევაში, (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).
წევის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ზედა წევა |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | მარგვეთისა და უბისის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
თარიღდება | XI საუკუნე |
არქიტექტურა
რედაქტირებაეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე. ადგილობრივები ეკლესიის აშენებას თამარ მეფეს უკავშირებენ. ეკლესია 1863 წელს გადაუკეთებიათ. ეკლესია აშენებულია თლილი ქვისა და კირისაგან, არის ბაზილიკის ტიპის. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII საუკუნეების მოხატულობა. ეკლესიის აბსიდის მარცხენა ნახევარზე იატაკიდან 13 მეტრის სიმაღლეზე ქვიშაქვის კვადრზე შემორჩენილია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომლის ასოთა უმრავლესობა სტილიზებულია. საკურთხეველს და ნაწილობრივ შუა ეკლესიას შემორჩენილი აქვს ფრესკები. საკურთხევლის პილიასტრზე და მის კამარაზე დახატულია ნაწილობრივ დაზიანებული წმინდანები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ. 145-146, თბილისი, 1995