შროშა
სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
შროშა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამსაისი, საწაბლე, ქვედა საწუმბო). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ზესტაფონიდან 18 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
შროშა | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | შროშა |
კოორდინატები | 42°06′40″ ჩ. გ. 43°10′16″ ა. გ. / 42.11111° ჩ. გ. 43.17111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 400[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. განვითარებულია მეთუნეობა. სოფელში არის მარმარილოს კარიერი, საჯარო სკოლა. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.
სოფელში შემორჩენილია ციხის და ორი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევი, რომელთაგან ერთი XI-XII საუკუნეებისა, მეორე კი — XIV საუკუნის.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 400 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 327 | 149 | 178 |
2014[1] | 400 | 201 | 199 |
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
ეკლესიის ნანგრევები
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
სამრეკლო
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
თიხის გამოსაწვავი ღუმელი
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
თიხით მოვაჭრეები
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 42.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: შროშა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II