კაპრებისმთა

მთა საქართველოში, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე

კაპრებისმთა, კაპრების-ბოსელიმთა საქართველოში, იმერეთის მხარის საჩხერისა და შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს ლიხის ქედზე, მდინარე სურამულის ­მარცხენა შენაკადის — ჭერათხევის ზემოწელში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1182,7 მ. აგებულია იურული პორ­ფი­რიტული წყებისაგან. აქვს მოვაკებული წვერი და დამრეცი კალთები. აღმოსავლეთი და სამხრეთი კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, მთის წვერი — მდელოს ბალახეულით.[2]

კაპრებისმთა
კოორდინატები: 42°13′38″ ჩ. გ. 43°36′21″ ა. გ. / 42.227278° ჩ. გ. 43.605861° ა. გ. / 42.227278; 43.605861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტი
ქარელის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1182,7 
ქედი ლიხის ქედი
ამგებელი ქანები პორფირიტი
კაპრებისმთა — საქართველო
კაპრებისმთა
კაპრებისმთა — იმერეთის მხარე
კაპრებისმთა
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 89.
  2. უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 533–534.