სურამულა
მდინარე ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი
სურამულა — მდინარე ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებში. მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. სიგრძე 42 კილომერტი. აუზის ფართობი 719 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე[1], წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯია 12,5 მ³/წმ.
სურამულა | |
---|---|
![]() სურამულა სოფ. ქვენატკოცაში | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქები | ხაშური |
სათავე | ლიხის ქედი |
სათავის სიმაღლე | 1200 მ |
სიგრძე | 42 კმ |
აუზის ფართობი | 719 კმ² |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 610.
სქოლიორედაქტირება
- ↑ თუმცა 2011 წლის ზაფხულში მდინარეზე აღინიშნა ღვარცოფი, რაც არაა დამახასიათებელი ლიხის ქედის მდინარეებისათვის. იხ. წყალდიდობა სურამში (2011)