ფცა (მდინარე)
მდინარე შიდა ქართლის მხარეში
ფცა — მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოიქმნება მდინარეების შუა ფრონისა და დასავლეთის ფრონის შეერთებით, ერთვის მტკვარს მარცხნიდან. საკუთრივ ფცის სიგრძეა 10,8 კმ. აუზის ფართობი — 719 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზმთარში. საშუალო წლიური ხარჯი 12,5 მ³/წმ.[2] ფცას მის შემდგენელებთან ერთად მოსახლეობა ფცის წყალს ან ფცის ფრონესაც უწოდებს.[3]
ფცა | |
---|---|
![]() მდინარე ფცა ქვენატკოცასთან | |
სხვა სახელი | ფცის ფრონე, ფცის წყალი |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
სათავე |
შუა და დასავლეთის ფრონის შეერთება 42°05′14″ ჩ. გ. 43°46′28″ ა. გ. / 42.0874778° ჩ. გ. 43.7745194° ა. გ. |
შესართავი |
მტკვარი 42°02′31″ ჩ. გ. 43°52′27″ ა. გ. / 42.0421917° ჩ. გ. 43.8743222° ა. გ. |
სიგრძე | 10,8 კმ |
აუზის ფართობი | 719 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12,5 მ³/წმ |
![]() ![]() |
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 171, თბ., 2009.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 437.
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 3, ISBN 5-520-00154-5.