ჭერათხევი — მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1078 მეტრზე. სიგრძე 27 კმ. აუზის ფართობი 128 კმ². წყალდიდობა გაზაფხულზეა. წყალმცირობა წლის დანარჩენ პერიოდში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,23 მ³/წმ.[1] ზოგიერთი ავტორს (ჯ. გვასალია, ს. მაკალათია) და ისტორიულ წყაროს (ვახუშტი) ჭერათხევი მოხსენიებული აქვს როგორც ალის ფრონე ან ალის წყალი.[2][3]

ჭერათხევი
River Cheratkhevi (near Zemo Adzvisi) 2.jpg
ჭერათხევი სოფ. ზემო აძვისთან
ქვეყანა საქართველო
სათავე ლიხის ქედი
სათავის სიმაღლე 1078 მ
სიგრძე 27 კმ
აუზის ფართობი 128 კმ²

სქოლიორედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 391.
  2. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.
  3. მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1963.