წრომის წმინდა მარინეს ეკლესია

წრომის წმინდა მარინეს ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, წრომი-ახალსოფლის გზის მარჯვენა მხარეს, ფერდობზე. ნასოფლარ ბოსლეთის ტერიტორიაზე[1]. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,1 X 5,3 ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ კედელშიც ერთი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17616
  1. ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 11, 18 მარტი, 2019, გვ., 3