დიდი ყელეთი
დიდი ყელეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული წრომი).
სოფელი | |
---|---|
დიდი ყელეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | წრომი |
კოორდინატები | 41°58′08″ ჩ. გ. 43°45′00″ ა. გ. / 41.96889° ჩ. გ. 43.75000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 890 მ |
მოსახლეობა | 22[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ოსები 59,1 % ქართველები 40,9 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ძამის წყალგამყოფი ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 890 მეტრზე, ხაშურიდან 16 კილომეტრის დაშორებით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.[3] სოფელსა და მის შემოგარენში არის კოშკი, ლაღიჯვრის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, წვერსაყდარი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 60 | 29 | 31 |
2014[1] | 22 | 9 | 13 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 422.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978, გვ. 540
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II