წვერსაყდარი
წვერსაყდარი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ყელეთის სამხრეთით 2-3 კილომეტრზე, მაღალ მთაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,7X5,4 მ). ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, წყობა ირეგულარულია. დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელი ჰქონდა. აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია. მისგან მარცხნივ პატარა სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი გადახურულია მეოთხედსფერული კონქით, რომლის სატრიუმფო თაღის ქუსლებთან ქვიშაქვის მარტივპროფილიანი იმპოსტებია. სამხრეთით და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე სარკმელი გარედან ერთ ქვაში ამოჭრილი შეისრული თაღითაა გადახურული. ფასადები დასრულებული იყო ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით, შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. ეკლესიას კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 430.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21339