კეხიჯვრის ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
კეხიჯვრის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის სამხრეთით 800 მ-ზე, ადგილ უკუღმა საყდარში, ყანაში. თარიღდება ფეოდალური ხანით. ფართობი 2000 კვ. მ. შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები და ეკლესიის კედლის ნაწილი. ზედაპირზე იპოვება კერამიკული ჭურჭლის ნატეხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი .ბ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 379.